ანტონ გერაშჩენკომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის გაუჩინარების მიზეზი დაასახელა
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს საჯარო სივრცეში არგამოჩენის მიზეზი გულის შეტევაა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო „ტელეგრამის“ არხზე წერს.
„შოიგუს ინფარქტი აქვს, ამიტომ ის არ გამოჩენილა საზოგადოებაში მარტის შუა რიცხვებიდან", - წერს გერაშჩენკო.
მისი თქმით, შოიგუს გულის შეტევა უკრაინაში წარუმატებელი შეჭრის გამო ვლადიმერ პუტინისგან მკაცრი საყვედურის მიღების შემდეგ დაემართა და რეაბილიტაციის კურსს „ბურდენკოს“ სამხედრო ჰოსპიტალში გადის.
24 მარტს, ჟურნალისტებმა პესკოვს ჰკითხეს, სად იმყოფება შოიგუ, რომელიც დიდი ხანია საჯაროდ აღარ გამოჩენილა და როგორ გრძნობს თავს. პუტინის პრესმდივნის პასუხი იყო, რომ მინისტრს „ძალიან ბევრი საზრუნავი აქვს, მიმდინარეობს სპეციალური სამხედრო ოპერაცია და მედიით აქტიურობის დრო არ არის“
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ